19:36 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 11:27:33, 1920 ნახვა

სხვადასხვა
29 აგვისტოდან საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს

„29 აგვისტოდან როგორც დასავლეთ ისე, აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.

მისივე პროგნოზით, თვის ბოლოდან ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს და +34 გრადუსამდე მიაღწევს.

„29 აგვისტოდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. 29 აგვისტომდე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში  ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება. თვის ბოლოდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +34 გრადუსს მიაღწევს. დღეს კი მთელ საქართველოში  ნალექიანი და არამდგარი ამინდი იქნება“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ.

 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics