06:30 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 16:15:22, 1212 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება დაამტკიცა. რეგულირების ლაბორატორია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შიდა ტესტირებების შემდეგ, რეალურ რეჟიმში, გამოსცადონ თავიანთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.

„დებულება სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ბაზარზე  გამოცდის და სწრაფი დანერგვის ხელშეწყობას, პოტენციური სისტემური რისკების დროულ იდენტიფიცირებას, ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაძლო ცვლილებების საჭიროების გამოკვეთას ისახავს მიზნად.

რეგულირების ლაბორატორიის წარმატებით გამოყენება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი ეტაპის - იდეის ტესტირების, კონცეფციის ტესტირებისა და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების  წარმატებით გავლას. თითოეულ ეტაპზე  ტესტირების მარტივად შეწყვეტა უნდა იყოს  შესაძლებელი. აღნიშნული სამი ეტაპის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ტექნოლოგიის გამოყენების წესების საზედამხედველო ინსტრუმენტებში ასახვის საკითხს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე ალტერნატიული, დისტანციური და უკონტაქტო ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რეგულირების ლაბორატორია ფინანსურ სექტორს საშუალებას აძლევს მოახდინოს სერვისების მიწოდების არხების სწრაფი დივერსიფიცირება, რათა არ შეფერხდეს ფინანსურ სერვისებზე წვდომა და გაიზარდოს მთლიანი ფინანსური სისტემის მდგრადობა და სტაბილურობა“, - წერს სები.

მათი ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა განიხილოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების განაცხადები ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„განმცხადებელს შეუძლია ეროვნულ ბანკს ზედამხედველის საშუალებით მიმართოს. ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ფინანსური ინოვაციების ოფისს. რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დებულება კი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics