08:26 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 14:52:40, 1270 ნახვა

ეკონომიკა
ლილუაშვილი - გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიებისთვის Escrow ანგარიში სავალდებულო იქნება

ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან მიზნებსა და ამოცანებზე, ვცდილობთ, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ სხვადასხვა შესაძლებლობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით.

„აქ საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, ისტორიულად, ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების  დანერგვა ამ სექტორის საქმიანობაში და ჩვენ გადავწყვიტეთ და სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით. ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. როდესაც მშენებელი სესხის საშუალებით ყიდულობს უძრავ ქონებას, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და შემდეგ მშენებელი სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა დადგეს იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ დაასრულოს მშენებლობა Escrow ანგარიშის გამოყენებით მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და სამშენებლო პროცესის პარალელურად, ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხების გამოყენება. ეს ნაბიჯი მრავალ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გამოაჯანსაღებს სექტორის მდგომარეობას. ეს არ იქნება სავალდებულო ყველა დეველოპერული კომპანიისთვის, ეს შეეხება გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიას და გაყიდვების მოცულობას და ამ საკითხზე სექტორთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics