11:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 13:09:16, 1500 ნახვა

ეკონომიკა
ბექა ​ლილუაშვილი - იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი ლარში 7%-მდე შემცირდება, რაც ისტორიული მინიმუმია

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში.

„არაერთ სექტორთან, არაერთი კომუნიკაციის შემდეგ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს დეველოპერული სექტორი დგას შემდეგი გამოწვევების წინაშე. პირველი - ეს არის შემცირებული გაყიდვების მოცულობა, მეორე - მშენებლობის დასრულების რისკების ზრდა და ეს ყველა კრიზისისთვის დამახასიათებელია, მესამე - საცხოვრებელი ფასების მერყეობა და აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მერყეობა ზრდის არა მხოლოდ დეველოპერული სექტორისთვის სირთულეებს, რაც თავის მხრივ გამოწვევაა, არამედ ასევე, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. მეოთხე - ეს არის თავად სამშენებლო კომპანიების წვდომა ფინანსებზე. ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, სექტორმა ერთობლივად შევიმუშავეთ სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები: პირველი - ვთანხმდებით, რომ დღეს სექტორისთვის მთავარი გამოწვევა არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ჩვენ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია დეველოპერულ სექტორში მოთხოვნა გავზარდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი ბინების შესყიდვა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს უძრავი ქონების შესაძენად“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. რატომ 5 წლის განმავლობასი? მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლოვობა 10 ან 15-წლიანი იყოს, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ აქ ეხმარება მას, რომ საპროცენტო ხარჯის შემსუბუქება გაუკეთოს და დაეხმაროს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics