|
2020-05-26 16:26:57, 1563 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. „პირველ რიგში, ესაა სამუზეუმო სივრცე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თაოსნობით დაპროექტდება და განხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმოგრაფიის ნაწილზე მუშაობა. თუმცა მეორე და უმნიშვნელოვანესია, რომ აღდგება სადგურის პირვანდელი ფუნქცია - ის იქნება მცირე „მწვანე" ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც, თავის დროზე, 103 კვტ სიმძლავრის. რეაბილიტაციის შემდეგ სადგური მეტი სიმძლავრით აღდგება და ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს," - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, აღდგენილი ისტორიული ჰიდროელექტროსადგური იქნება კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომლის დათვალიერებაც ბორჯომ-პარკში იქნება შესაძლებელი. „ის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის თავად ბორჯომ-პარკსაც, რომელიც ისედაც მდიდარია ბევრი ისტორიული დანიშნულების ობიექტებით. ჩვენ უკვე დავასრულეთ პროექტირების ნაწილი და წლის ბოლომდე გვაქვს საშუალება, რომ გადავიდეთ სარესტავრაციო სამუშაოებზე“, - განაცხადა მინისტრმა. ენერგეტიკის განვითარების ფონდს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის, როგორც ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაევალა. აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური შეასრულებს ორ ფუნქციას. პირველი, როგორც მუზეუმი და მეორე - როგორც თანამედროვე ჰიდროელექტროსადგური. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)