02:48 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 17:59:48, 1311 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მათი ექსპორტიც დაიწყება

ყველაფერი რაც საქართველოში იწარმოება,  ჩვენგან მხარდაჭერილი იქნება და აქ სახელმწიფო პროგრამებსაც დიდი წვლილი აქვთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“  სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნის შესახებ კომენტარისას განაცხადა.

საწარმოს  გახსნას   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე,   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,  „საპარტნიორო ფონდი“ დირექტორი დავით საგანელიძე, ტექნკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი და მაღალი რანგის სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო.

თუმცა, მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა.

„ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის" მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის  განცხადებით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ.

„ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად. ეს არის ის, თუ როგორ სწრაფად რეაგირებს ჩვენი კერძო სექტორი და ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რასაც ბევრი სხვა გიგანტი ქვეყანა ვერ უმკლავდება ასე წარმატებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი" ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების  საწარმოა საქართველოში, რომელიც ყველაზე თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ   პირბადეს შეადგენს.  პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია,   როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი განხორციელდა კერძო ინვესტიციებით და „თიბისი" ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.  „საპარტნიორო ფონდს" პროექტში ფინანსური თანამონაწილრეობა  არ მიუღია. პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში",  პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics