|
2020-05-25 16:24:45, 1648 ნახვა
სამართალი
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა
ზუგდიდში, საკრებულოს წევრს, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა. საქმე ეხება სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიასა და საკრებულოს დეპუტატს შორის მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. როსტომ ზარანდიას მტკიცებით, დეპუტატმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბათლომე შელია გამოძების მიკერძოებულოაზე საუბრობს. მისი განმარტებით სამართალდამცველებს რეალური მიზეზი არ აინტერესებთ. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განცხადება გააკეთა. „ბათლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში, ის წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ და მას აქვს მართლა ძალიან მრავალმხრივი ბიოგრაფია, მათ შორის პოლიტიკური და მას კარგად იცნობს თავისი რაიონი, მარტო ეს დახასიათება საკმარისია იმისათვის, რომ ქართული ოცნება და მათი პროკურატურა მას მოექცეს ველურად. ისევე როგორც მათი სტილია ეს, მე მაქვს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ძიუდოისტი „ჩამიდეს“ და დამაბრალეს რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი, დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება ეს სიტუაციაც. საქმე ის არის, რომ არავის ამის აღარ ეშინია. რაც არ უნდა ბრალდებები დაკიდო კისერზე ადამიანს, რაცარუნდა შეაშინო პროკურატურით და ა.შ. სიტუაცია მაინც არ შეიცვლება. ის ორმაგი სტანდარტი რაც არის დამკვიდრებული, რომ თავისიანებს არაფერი და კანონის სრული სიმკაცრე უნდა შეეხოს მარტო ოპოზიციას, ბუმერანგივით მოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“, ამიტომ არაფერს ეს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ დააზიანებს საერთაშრისო რეპუტაციას ქართული ოცნების და თვითონ ქართულ ოცნებას დააზიანებს, ეს მათი არჩევანია და ბათლომე შელია ამით არაფერს დაკარგავს“ , - განაცხადა გიგი უგულავამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)