2020-05-25 11:58:33, 1428 ნახვა
ეკონომიკა
„ენერგეტიკული გაერთიანება“ - მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას
„ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნო მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას. კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებს დანერგვას ემსახურება, - ამის შესახებ ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ" საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების დამტკიცებას ეხება. რელიზის თანახმად, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ენერგეტიკულ გაერთიანების" სამდივნოსთან კოორდინაციით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Energy-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების ფარგლებში შეიმუშავა. „ახალი საკანონმდებლო ჩარჩო არამარტო გახდის საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიას უფრო კონკურენტუნარიანს, არამედ შინამეურნეობებისათვის უზრუნველყოფს გაუმჯობესებული ენერგეტიკული სერვისების მიწოდებას, ხოლო არსებული შენობები იქნება უკეთ იზოლირებული. ეს ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის წყაროების გამოყენებას გათბობის, გაგრილებისა და განათებისთვის," - აცხადებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ენერგოეფექტურობის განყოფილების უფროსი, ვიოლეტა კოგალნიჩეანუ. „ენერგოეფექტურობის ამ ორი კანონის მიღება კიდევ უფრო საამაყოა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მოახერხა ბაზარზე ორიენტირებული და მდგრადი ენერგეტიკული რეფორმების გატარება, მიუხედავად მიმდინარე COVID-19 კრიზისისა", - აღნიშნა მან. რელიზის თანახმად, აღნიშნული კანონმდებლობის მიღებით საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საჯარო შენობების რეკონსტრუქციის პროგრამებში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვას, კერძოდ, 80 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბაკისა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) და, ასევე, 26 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტსა და 8,5 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკურ დახმარებას ევროკავშირისგან. აღნიშნული რეფორმის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის ფარგლებში გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხრიდან. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კალაძე - აგრესიული უმცირესობის ხელშია, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტის - მტრის ხატის შექმნა
ხვიჩა კვარაცხელია - ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს
არასამთავრობოები დიპლომატებს - საქართველოს მომავალი საფრთხეშია, ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია, გამოხატეთ პროტესტი
კობახიძე - ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია
|
ომი უკრაინაშიThe New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|