2020-05-25 11:17:25, 1133 ნახვა
ეკონომიკა
I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 8.5 პროცენტით შემცირდა
2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების1 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების2 მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების3 რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7 პროცენტით არის შემცირებული. „საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით. ვიზიტების უმრავლესობა, 44.7 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს 31-50 წლის რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 40.4 პროცენტს შეადგენდა“, - განაცხადეს საქსტატში. ასევე, 2020 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.5 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 176.7 ათასი და 104.8 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით. „2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა“, - აღნიშნავენ საქსტატში. ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|