01:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-23 14:19:21, 602 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის სამუშაოს ახორციელებს

რუსეთი  წლის ბოლომდე ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოწესრიგებას გეგმავს. საუბარია ოჩამჩირიდან ენგურამდე სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე.  სარკინიგზო მაგისტრალის 33-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების 500–მდე მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა ივლისის ბოლოს გაიგზავნა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, სამუშაოები ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

მისივე  თქმით, ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, რუსეთმა აფხაზეთში სარკინიზგო მაგისტრალის 50 კილომეტრიანი მონაკვეთი და 9 ხიდი 2008 წელსაც აღადგინა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics