|
2020-05-23 10:33:00, 1595 ნახვა
ეკონომიკა
შიდა ქართლის რეგიონში ფერმერები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს ფერმერებს აცნობენ. შიდა ქართლის რეგიონში ფერმერებს მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილმა შეხვდნენ. ნატალია ხარატიშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული როგორც პირდაპირი, ასევე სექტორული მიმართულების პროგრამებზე ისაუბრა და ფერმერებს დეტალურად გააცნო როგორც პროგრამების მნიშვნელობა, ასევე ის ტექნიკური დეტალები, რაც ფერმერებმა პროგრამით სარგებლობისთვის უნდა იცოდნენ. როგორც მხარის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა არაერთ პროგრამას ითვალისწინებს. პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში, 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე დახმარებას მიიღებს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)