|
2020-05-19 12:48:55, 1439 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური - 5 715 გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდა
მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მიეცათ 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს სპეციალური განაცხადის ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები. „ამ დროისთვის, სულ შემოსულია 6 444 გადამხდელის განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 5 715 განაცხადი. ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება განაცხადთა დამუშავების პროცესი. გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 145 761 807 ლარს. აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები. ამასთან, მათთვის დაწესებული საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდება საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც და ნაცვლად პირველი ნოემბრისა, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მათ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაუვადდებათ“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)