|
2020-05-13 14:19:49, 1756 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - ხელისუფლების მცდელობა, რომ ბურთი გადაიტანოს სხვისკენ და დააბრალოს სხვას, იქნება წარუმატებელი
„ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ხელისუფლების მცდელობა რომ ბურთი გადაიტანოს სხვისკენ და დააბრალოს სხვას იქნება წარუმატებელი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამით „ქართული ოცნება“ ბოლომდე ჩაეფლობა იმ ჭაობში, სადაც თავის თავი შეიყვანა. „ძალიან ბევრი მანიპულირება და ტყუილი მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ყველაფერ ამას უპირისპირდება არამხოლოდ ჩვენი, როგორც ოპოზიციის კომენტარები, არამედ განცხადებები, რომელიც გააკეთეს ელჩებმა, როგორ ფასილიტატორებმა, ამას უპირისპირდება განცხადებები, რომელსაც ვისმენთ შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან და ჩვენი იმ მეგობრების მხრიდან, ვინც თავიდან იყო ამ პროცესში ჩართული. ანუ ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ხელისუფლების მცდელობა რომ ბურთი გადაიტანოს სხვისკენ და დააბრალოს სხვას იქნება წარუმატებელი, ამით „ქართული ოცნება“ ბოლომდე ჩაეფლობა იმ ჭაობში, სადაც თავის თავი შეიყვანა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)