|
2020-05-13 13:20:34, 1606 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ დაუშვან 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ დაუშვან 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა. მისი თქმით, არჩევნებამდე ისე უნდა მივიდეს ქვეყანა, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს საზოგადოებას, ქვეყანასა და მის იმიჯს საზღვარგარეთ. „ოპოზიციის მაგიდის გარშემო საუბარი იქნება ზუსტად იმაზე, როგორ არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის სურვილი აქვს, ჩაშალოს ეს შეთანხმება და როგორ მოხდეს ამ შეთანხმების შესრულებით ისე მისვლა არჩევნებამდე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანასა და მის იმიჯს საზღვარგარეთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებისთვის იკრიბებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)