20:20 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 11:34:59, 2215 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.8 პროცენტით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები).

ამასთანავე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics