|
2020-05-12 20:06:18, 1738 ნახვა
სამართალი
5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს გაიმართება
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმეზე საქმის განხილვა გრძელდება და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემს და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. "საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულ ა.ა.- ს საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული. ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არც ერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა. აღნიშნულის შემდეგ სასამართლო იკვლევდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს. ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, ტექნიკური ხარვეზების გამო სხდომა ორჯერ გადაიდო, რის გამოც ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება, ასევე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა. რადგან ბრალდებულს საპატიმრო ვადა 5 აპრილს ეწურებოდა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. საქმეზე საქმის განხილვა გრძელდება და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას შესაბამის შეფასებას მისცემს და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს" , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)