|
2020-05-12 18:59:03, 1682 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - ოპონენტების განცხადებები მიუთითებს, რომ მათ არჩევნების ჩატარება არ აწყობთ
„ოპონენტების გარკვეული ჯგუფი მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აწყობთ არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია არის ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელისუფლების ოპონენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არ მოხდება ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. მისივე თქმით, რთული ვითარების პროგნოზირება საჭირო არ არის, მაგრამ სასიამოვნო და მარტივი იმაში, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რასაკვირველია, არაფერია. „საზოგადოებამ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური პარტიების და საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრების ბედი, რასაკვირველია, სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს ვის რა პოზიცია უკავია და ვინ როგო ფიქრობს საკუთარ ქვეყანზე, მითუმეტეს, ასეთ საკმაოდ მძიმე პერიოდში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)