23:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 15:39:42, 1576 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არც ერთი წამით

აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და  არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

 პრემიერ-მინისტრმა, სოფლის მეურნეობის მინისტრს,  ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

 „მადლობა ლევანს, შთამბეჭდავი ციფრები და კარგი ნამუშევარია. ეს არის ჩვენი და ამ პროგრამის მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია, ჩვენ გვჭირდება ინდუსტრული სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს, ძალზედ მნიშვნელოვანი, თუნდაც ის რაც ლევანმა თქვა აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში, რომელიც იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ელემენტარული სხვაობა ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ინპორტსა და ექსპორტს შორის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის ის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი რაც უნდა ვუთხრათ და მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, სანამ პროგრამის დეტალებზე დავიწყებთ მსჯელობას, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, ქართული პროდუქტები, რომელიც ხდება უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics