20:29 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 12:26:23, 1246 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი: საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ

ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ და ამ თემით მანიპულირება ოპოზიციის იმ ძალებს სურს, ვინც განწყობილია იმისათვის, რომ საბოლოოდ შეთანხმება არ იყოს მიღწეული, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების"  თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს.

„ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. სხვათა შორის იმ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც ზუსტად ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში, შეთანხმების პროცესში პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული. ასე, რომ ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, რომ ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია იმისკენ, რომ კონსენსუსი არ იყოს განხორციელებული", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics