21:15 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 12:11:23, 1800 ნახვა

კომენტარი
ბესელია - ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე - შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს შეთანხების ორივე პუნქტი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და შეცვალოს საარჩევნო სისტემა.

„ამაზე უფრო მკაცრი ნათქვამი არის შეუძლებელი. გამგებმა უნდა გაიგოს. ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე.

ორივე ნაწილი, რომლებიც ეხება პატიმრებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლასა, უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ფასილიტატორებს მოუწოდა, რომ შეთანხმების შესახებ განცხადება გაეკეთებინათ. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. დღეს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯიმ რიშმა ღიად განაცხადა, რომ „ელის პოლიტპატიმართა გათავისუფლებას".





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics