|
2020-05-12 11:11:07, 2219 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სექტორზე, რომლის ეტაპობრივი ამოქმედებაა დაგეგმილი. ამავე დროს, აღინიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა სტიმულირების პროგრამას აამოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიმართულებითაც. შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და მასში 30-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასწავლო - აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევის ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. მინისტრის განცხადებით, მთავრობამ უკვე წარადგინა ტურიზმის სექტორის კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე ფაზას მოიცავს. მისი თქმით, აღნიშნული სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ამავე დროს, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა აქტიურად განიხილავს სხვა დარგების მხარდაჭერის შესაძლებლობასაც, რომელთაც აქვთ არა მხოლოდ იმპორტდამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა, არამედ საექსპორტო პოტენციალიც. კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია იყო. აღნიშნულმა საკითხმა მეცნიერ-ეკონომისტების დიდი ყურადღება გამოიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება. „ყოველთვის ძალიან საინტერესოა მეცნიერ-ეკონომისტების მოსმენა. ჩვენი ეკონომიკა დღეს საჭიროებს შველას, დახმარებას და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)