|
2020-05-12 10:00:33, 1200 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულანტი, თუმცა არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
„საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულანტი, ძალიან ბევრი პოლიტიკური მორადიორი, თუმცა არა ჰყავს პოლიტიკური პატიმრები“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმებაში ნათლად არის ასახული, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება. „ამ შეხვედრებზე ოპოზიცია სვამდა ბუნებრივია პატიმრების საკითხს, თუმცა ჩვენი მხრიდან ოთხივე შემთხვევაში მკაფიო პასუხი გაიცა ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენი პასუხის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ვერავითარი პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების თემა ვერ გახდებოდა სასამართლოზე ზეწოლა, პროკურატურაზე ზეწოლა და პრეზიდენტისთვის რაიმე ტიპის დავალების მიცემა, რაც არის აბსურდი. საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულანტი, ძალიან ბევრი პოლიტიკური მორადიორი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ყველაფერი ნათლად არის ასახული შეთანხმებაში, რომელიც არის ლაკონური და რომელიც აცხადებს იმას, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)