|
2015-08-19 13:12:56, 455 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: თუ „სითი პარკი“ გონივრულ ცვლილებებზე არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამოვრიცხავთ
თბილისის მერი დავით ნარმანია „სითი პარკის“ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის მერიამ „სითი პარკს“ გადაუგზავნა წინადადებები, რაც მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი გონივრული ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. დავით ნარმანიას განმარტებით, ცვლილებების უმთავრესი მიზეზი ცალმხრივად გაფორმებული ხელშეკრულებაა. „ხელშეკრულება ძირითადად ინვესტორის, „სითი პარკის“ ინტერესებზეა მორგებული და ზოგიერთ შემთხვევაში, დედაქალაქისთვის არის საზიანო. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, შემოსავლების განაწილება კომპანიასა და დედაქალაქის ბიუჯეტს შორის იყოს სამართლიანი და თანასწორი“, - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, თბილისის მერია ითხოვს ასევე კომპანიიდან იმ თანხის დაბრუნებას, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტს წინა მთავრობის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების შედეგად დააკლდა. „ერთი წლის წინ, როცა ჩვენ მოვედით მაშინვე შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავაბრუნეთ შემოსავლების განაწილების უფრო სამართლიანი მოდელი. ამის საფუძველზე დედაქალაქის ბიუჯეტს ეკუთვნის თანხა, რაც დღემდე არ მიგვიღია „სითი პარკისგან“, ამიტომ ამ თანხის ანაზღაურება ჩვენთვის პრინციპულია. ისევე, როგორც ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ეს ის მინიმალური, აუცილებელი საკითხებია, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ უშუალოდ „სითი პარკის“ წინაშე. უახლოეს დღეებში სრულად გვექნება მათი პოზიცია ჩვენს მიერ შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. თუ ამ გონივრულ ცვლილებებზე კომპანია არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა ნარმანიამ. მერის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტს გააჩნია გარკვეული დავების განხილვის უფლებამოსილება პარკირებასთან დაკავშირებით, რასაც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქი სამსახური იხილავს. დავით ნარმანიას განცხადებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ტრანსპორტის საქალაქო სამსაურში შევიდა 400-მდე საჩივარი საჯარიმო ქვითრის გაუქმების, დარიცხული საურავის შემცირების, ან ევაკუაციის გაუქმების მოთხოვნით.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)