|
2020-05-08 16:55:40, 1840 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში
„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ტურიზმის სექტორი ორი თვეა ამის აღსრულებას ახდენს. „საქართველოს არათუ გაუჭირდება ამ წესების დაკმაყოფილება, ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება, რომ საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა უმკაცრესი წესები და გაიდლაინები ტურიზმის სექტორში. კარანტინების პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ ორი თვის წინ შეიქმნა უმკაცრესი გაიდლაინები, რაზეც იმუშავეს ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩვენ ორი თვეა ამის აღსრულებას ვაკეთებთ. მაშინ, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა ახლა ფიქრობს ამ გაიდლაინებზე და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ახლა მუშაობს. შესაბამისად, ჩვენი პრაქტიკაში დანერგილი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ასევე ჩაგვრთო მსოფლიო ანტიკრიზისული ქვეყნების ჯგუფში, სადაც მიდის მსოფლიო ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა და იქ არის საქართველო განხილული, როგორც წარმატებული ისტორია, არა მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობაში, არამედ ინდუსტრიის მზაობაში, რომ ჩვენ უკვე დანერგილი გვაქვს და ვიცით ეს გაიდლაინები. შესაბამისად, მოლოდინები ძალიან მაღალია. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამნერგავი ქვეყანა, თუმცა დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ არაფერი განსხვავებული იმისგან არ იქნება, რასაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ საკარანტინე სივრცეებში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, მათთვის, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული, სახელმწიფო გააკეთებს მხარდაჭერის პროგრამას, რათა შექმნილი გაიდლაინების ქართულ რეალობაზე სწრაფად ადაპტირება მოხდეს. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ინდუსტრია ძალიან დიდია და მრავალპროფილურია, სახელმწიფო აუცილებლად გააკეთებს მხარდაჭერის პროგრამას, გიდებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის, ტრანსპორტისთვის და კვებისთვის, რომ შექმნილი გაიდლაინები იქნას ძალიან სწრაფად ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ვგულისხმობ მათ, ვინც კარანტინების პროგრამაში არ იყო ჩართული და ძალიან სწრაფად დაინერგოს, იმისთვის, რომ 15 ივნისიდან და 1 ივლისიდან ბევრ ობიექტს ჰქონდეს საშუალება, რომ ისევ ჩაერთოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მკაცრი გაიდლაინებით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბათუმში არეულობისას სამი სამართალდამცველი დაშავდა, 16 თურქი გულშემატკივარი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრმა ქართველ კოლეგასთან „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა
ბათუმში ვითარება კვლავ დაძაბულია - მატჩი შეჩერებული - ვიდეო
სააკაშვილი - ივანიშვილმა ყველაფერი მოსპო, სრულიად დაუცველი დავრჩით გავეშებული რუსეთის პირისპირ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



