|
2015-08-18 17:02:29, 495 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს
თბილისის მერი დავით ნარმანია „სითი პარკის“ თემას ისრაელიდან გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ სითი პარკთან ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო. „ერთი თვის წინ ჩვენ „სითი პარკს“ შევთავაზეთ ცვლილებების ჩვენეული ვერსია და მივეცით ერთ თვიანი ვადა, რომ გაეანალიზებინათ ვითარება და მოეცათ არგუმენტირებული პასუხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები „სითი პარკსა“ და ბიუჯეტს შორის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უნდა აიკრძალოს ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა და შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. „უნდა განხორციელდეს ეს და სხვა მსგავსი ხასიათის ცვლილებები, რამაც უნდა დაასრულოს ამ ერთი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე. კერძოდ, თბილისის მერის თქმით, ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც ამ თვალსაზრისით „სითი პარკის“ მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს. „ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს და საქმიანად გვსურს პრობლემის მოგვარება. ამასთან, გვინდა ავღნიშნოთ, რომ თუ „სითი პარკი“ არ წამოვა გონივრულ ცვლილებებზე, თბილისის მერია უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი ისრაელში ვიზიტით იმყოფება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)