19:42 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 17:03:22, 326 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას  შორის უვიზო  რეჟიმი ამოქმედდა.
როგორც“ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის 16 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება.  
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის  ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმალობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის  24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics