|
2015-08-17 16:36:40, 367 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობა და ეროვნული ბანკი უნისონში არიან
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეცვლის შემდეგ მის ადგილს იმავე პოლიტიკის გამგრძელებელი ადამიანი დაიკავებს. როგორც მეჭიაურმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, პრეზიდენტის, ეროვნული ბანკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტიც იმავე მიმართულების გამტარებელი იქნება. „მხოლოდ ქადაგიძეში არაა პრობლემა, ისაა ერთ-ერთი წევრი იმ 7 წევრიდან ეროვნული ბანკის საბჭოსი, რომლებიც დღეს მართავენ ეროვნულ ბანკს. რაც შეეხება იმპიჩმენტით იქნება თუ დროის გასვლის შემდეგ, ქადაგიძის წასვლის შემდეგ დიდი ალბათობით ისევ მისი მსგავსი იქნება არჩეული. საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტი ამტკიცებს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭო და „ნაციონალური მოძრაობა“ უნისონში არიან, გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტიც დაახლოებით იგივე ფასეულობების მატარებელი იქნება. ამიტომაა საჭირო, რომ რაც შეიძლება დროზე შეიქმნას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც გარკვეულ კონტროლს გაუწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ყველანაირად შეეცდება. „ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტის პირდაპირი სურვილი იყოს ლარის გაუფასურება, თუმცა ჩემი დიდი ეჭვებია, რომ ეროვნული ბანკი ყველანაირად შეეცდება ლარის გაუფასურებას და ამაზე ვამბობდი მაშინაც, როდესაც განვიხილავდით კანონს ეროვნული ბანკის შესახებ, რომლის თანახმად, ზედამხედველობის სააგენტო უნდა გამოსულიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იურისდიქციიდან და არა ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან. ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ლარის კურსის გაუფასურებისათვის ხელის წასაშველებლად. ეს არის არგუმეტებზე გაყრდნობილი ჩემი ეჭვები, რომლებსაც ფაქტებით გამაგრება სჭირდება, ხოლო ფაქტები მაშინ გვექნება, როდესაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შეუდგება საქმიანობას“, - აღნიშნა მეჭიაურმა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)