|
2020-04-16 19:19:06, 2004 ნახვა
სამართალი
მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს დამფუძნებლები სუს-მა „საბოტაჟის“ გამოძიების ფარგლებში სამმართველოში დაიბარა
შეიხი მირტაგ ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „საბოტაჟის“ გამოძიების ფარგლებში დაიბარეს - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, EMC-მ. მათი თქმით ასადოვის სუს-ში დაბარება უკავშირდება მის გაცხადებას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადაც მან „თეკრატია“ გააკრიტიკა და მათ ასევე აღნიშნეს, რომ თავდაპირველად სუს-ს არ განუმარტავს დაბარების მიზეზი. „მირტაგ ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია „მთავარში“ მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა "ჩვენ-სხვები" სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: "მაშინ ჩვენც გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო“, - ნათქვამია განცხადებაში. არსებობს ასევე მეორე ვერსია, რომლიც მარნეულში განვითარებული მოვლენებს უკავშირდება, სადაც მანქანის სიგნალებით აპროტესტებდა მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისს, თუმცა მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ მათ ამ საპროტესტო აქციასთან არანაირი საერთო არ აქვთ. EMC-ის თქმით ორივე შემთხვევაში სუს-ის გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან ხელისუფლება უფრთხილდება საპატრიარქოს და მათ გადაწყვეტილებებს გაგებით ეკიდება ამ დროს მუსლიმი სასულიერო პირების დაბარება არაკორექტულია, მითუმეტეს როდესაც ეს ეჭვები მხოლოდ რიტორიკულ კითხვაზეა დაფუძნებული და საპატრიარქოსგან გასნხვავებით პანდემიის გავრცელებასთან ერთად, საქართველოში სხვადსახვა რელიგიის წარმომადგენლებმა, მათშორის მუსლიმთა სამმართველომ სრულიად მთელი ქვეყნის მასშტაბიტ მეჩეთებში ლოცვა მთლიანად შეაჩერა. როდესაც მუსლიმთა სამმართველო მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს, ამის პარალელურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის მიმდევარიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესოობაა მსახურებას აგრძელებს. ისინი ირწმუნებიან, რომ მრევლი ტაძრებში სიტანციას დაიცავს, თუმცა შეუძლებელია მსგავსმა გადაწყვეტილებამ პანდემიის გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს, რადგან საპატრიარქო უარზეა შეცვალოს ერთი კოვზით ზიარების ტრადიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)