|
2015-08-12 18:26:02, 374 ნახვა
პოლიტიკა
საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მირზაშაფის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად პროექტის სექტემბრამდე გადადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოითხოვა. როგორც მან განმარტა, აუცილებელია ამ პროექტის დამტკიცებამდე საკითხის განხილვაში კვალიფიციური ადამიანები ჩაერთონ. სხდომაზე ასევე იმყოფება მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, რომლის მტკიცებითაც, პროექტის განხილვა, სადაც ცვლილებები განხორციელდა, საჯაროდ ხდებოდა. საკრებულოს სხდომაზე მირზაშაფის კორექტირებული პროექტის დღის წესრიგიდან ამოღების საკითხს კენჭი უყარეს, თუმცა დეპუტატებმა ამას მხარი არ დაუჭირეს. აღნიშნულმა ელისაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მასსა და ინვესტორ გიორგი სვანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომას ირაკლი კაკაბაძეც ესწრებოდა და ინვესტორს მანაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ მანდატურებმა მას სხდომა დაატოვებინეს. სხდომა პროტესტის ნიშნად ალეკო ელისაშვილმაც დატოვა. სხდომა ასევე პროტესტის ნიშნად „რესპუბლიკელებმა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)