|
2020-04-11 12:03:08, 5685 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა POSTV-ის ეთერში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა. მე ვგულისხმობ ყველა ობიექტის, დაახლოებით 250 ობიექტის სრულ რეაბილიტაციას, ბაზების კეთილმოწყობასა და ყველა შენობის სრულ რეაბილიტაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ეს იქნება სრული განახლება თავდაცვის სისტემაში. ამას გარდა, ჯარისკაცების ეკიპირება და აღჭურვა შესაბამისი სტანდარტის აღჭურვილობით, კვება, სამედიცინო დაზღვევა, ხელფასები თუ საბინაო პოლიტიკა - ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება და მაისის ბოლომდე ამ ობიექტებზე 5000-მდე თანამშრომელი დასაქმდება. „სამუშაოები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიშლება - 60 ლოკაცია, 250 ობიექტი. ეს პროცესი გავმიჯნეთ და ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ ექნებათ ჯართან, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი სამხედროების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მან. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამისთვის 100 მილიონი ლარია გამოყოფილი. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა ჯარისკაცის ფორმისა და აღჭურვილობის სტანდარტის მაქსიმალურად გაუმჯობესებაა. „ორ თვეში, მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც აცვია გერმანულ ჯარს. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა “ლოვა” და “ჰაიქსი”. ფორმები კი, ნატოს სტანდარტის იქნება. გამოიკვეთა კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავდა როგორიცაა გუჩი, ლუი ვიტონი და სხვები. შეიძლება ამ კომპანიასთან ჩვენ გავაფორმოთ სტრატეგიული ხელშეკრულება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მქონდა სურვილი, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო, მაგრამ ადგილზე სამწუხაროდ ვერ მომაწოდეს იმ ხარისხის ფორმები, როგორიც ჩვენ გვინდოდა. ამიტომ ჩვენ თურქეთში შევუკვეთეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი ფორმები“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)