10:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-09 14:13:10, 537 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი საქართველოში ნატო–ს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე რუსეთისგან გართულებებს არ ელოდება

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საქართველოში ნატო–ს საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე და ასევე ნატო–ს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რუსეთის მხრიდან გართულებებს არ ელოდება.

როგორც მან „მოამბესთან“ საუბარში განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ასეთი ტპის შეცდომებს არ უშვებს.

 „მე არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს საწვრთნელი ცენტრის გახსნის დორს, ან გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს.  რადგან ყველაზე დიდი გარანტია, საქართველოს უსაფრთხოების, არის სწორედ ის დღეები და ის მომენტი, როდესაც ასეთი მაღალი რანგის დელეგაციები იმყოფება ქვეყანაში.  პრეზიდენტი პუტინი ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ამ ტიპის შეცდომებს არ უშვებს, რომ ქვეყანაშ ასეთი მაღალი დონის ვიზიტის დროს, მოიმოქმედოს ისეთი რამ,  რომელიც საბოლოო ჯამში შესაძლოა, მისი საბრალდებო სკამზე გაგზავნის საფუძველი გახდეს“, – აღნიშნა ხიდაშელმა.   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics