21:26 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ვაშლიჯვარში ხანძარია

ვაშლიჯვარში ხანძარია. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი, სავარაუდოდ,  ბალახს უკიდია. 

„ქართულმა ოცნებამ“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

მრავალეროვნულისწავლება „Agile Spirit 2017“ დაიწყო

ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

ართანისა და შილდას მიმდებარედ, ასევე მთა-თუშეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

თელავში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის თათბირი გაიმართა, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე და კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი  უძღვებოდნენ. თათბირზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ხანძრის კერების ქრობის პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს. თათბირის მონაწილეებმა ცეცხლის ეფექტურად ლიკვიდაციის განახლებულ გეგმაზე იმსჯელეს.

თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ თბილისის სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილი იქნება

თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“  თბილისის სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილი იქნება.  სიის პირველ ნომრად გოკა გაბაშვილს დღეს, 18:00 საათზე, ავლაბარში, ჯორბენაძის ქუჩაზე ოფიციალურად დაასახელებენ.

მარგველაშვილი: „Agile Spirit 2017“ უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების მშვიდობიანი განვითარებისათვის
Game of Thrones-ის ვარსკვლავი სუნამოს ახალ რეკლამაში გადაიღეს

"Dolce & Gabbana"-ვინ არ იცის ამ ბრენდის ისტორიის შესახებ? ორმა მოდელიერმა დომინიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ საკუთარი ბრენდი "D&G" 1985 წელს მილანში დაარსეს

გერმანიაში მატარებელმა საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა

გერმანიაში მატარებლის დახაჯების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გერმანიის პოლიციამ დაუდასტურა საქართველოს კონსულს  საქართველოს  2 მოქალაქის გარდაცვალება, რომლებიც ქალაქ ადრინკილიდან ქალაქ როტვაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ქუთაისში,  ახალაშენებულ კორპუსებში 429 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

ბათუმის კლასიკური მუსიკის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

2 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest დაიწყო.

ცესკო-ს ინფორმაციით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ მუქარა განხორციელდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) მუქარა განახორციელეს.

სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობის გამო, მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.

Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა საქართველოშია

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  M1 Abrams ტიპის ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები LAV, ასევე მსუბუქი და მხარდამჭერი ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და სარკინიგზო გზით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაემართა.

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვი მოძრაობა თავისუფალია
პრემიერი დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მერობის კანდიდატებს წარადგენს

პრემიერ-მინისტრი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics