|
2017-09-03 06:16:34, 624 ნახვა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ თბილისის სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილი იქნება
თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ თბილისის სიის პირველი ნომერი გოკა გაბაშვილი იქნება. სიის პირველ ნომრად გოკა გაბაშვილს დღეს, 18:00 საათზე, ავლაბარში, ჯორბენაძის ქუჩაზე ოფიციალურად დაასახელებენ. შეხვედრაზე პარტიის ლიდერები ამომარჩევლებსა და მხარდამჭერებს პარტიული სიის ფორმირების ინიციატივასაც გაცნობენ. ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო პირველად საქართველოში მიმართავს პარტიული სიის ფორმირების ღია წესს, რომელიც დაფუძნებულია ამომრჩევლის მხარდაჭერაზე. პარტიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიებში პირველი ნომრის შემდეგ განლაგდებიან მაჟორიტარი კანდიდატები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის რიგითი ნომრის მიხედვით (გამონაკლისი დაიშვება გენდერული პრინციპის - ყოველ ათეულში მინიმუმ 3-3 გასხვავებული სქესის წარმომადგენელი - შენარჩუნების მიზნით). არჩევნების შემდეგ სიის გადანაწილება მოხდება ამომრჩევლის მხარდაჭერის კოეფიციენტის შესაბამისად.შესაბამისად საკრებულოში მოხვდება სიის პირველი ნომერი და საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარები.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)