ონკოლოგიისა და სისხლის დაავადებების ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რომელი გენები წარმოქმნის პათოლოგიას, რომლის დროსაც პაციენტის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, - ამის შესახებ Sciencealert იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის სხვადასხვა უბნების შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების გაცნობა დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ფრანგი მუსიკოსის, პროფესორის და ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსულის მიშელ სონის დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილ გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა, „შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს“.
თუშეთის მუნიციპალიტეტში, ხახაბოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ხურციძემ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპორტსმენის მეგობარმა მერაბ დვალიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ უკრაინაში ჩასვლას უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
უკრაინის რადიკალური პარტიის წევრის, დეპუტატ დმიტრი ლინკოს ინფორმაციით, კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.
კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპულ თემურ მახაურზე რუსული სპეცსამსახურები ნადირობდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ ქვეყანაში გუშინ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
კიევში ავტომობილის აფეთქების საქმეზე გამოძიება საზოგადოებისთვის სახიფათო საშუალებით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არიომ შევჩენკომ განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More