|
2017-09-09 05:33:51, 2490 ნახვა
საზოგადოება
ასათიანის ქუჩის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. შესრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, გზის 6300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი იგება. ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და სანიაღვრე ქსელი. „ასათიანის ქუჩაზე წლების განმავლობაში დაზიანებული იყო გზის საფარი. კომპანია „ჯი-ვი-პისთან“ ერთად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. იგება გზის ბოლო საფარი და უახლოეს დღეებში დასრულდება სამუშაოები. ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კეთდება რამდენიმე მიმდებარე ქუჩა და ჩიხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის და წყალარინების ქსელის 110 მეტრიანი მონაკვეთები ახლით შეცვალა. პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 700 000 ლარამდე გამოყო. საგზაო სამუშაოები შპს ,,ჯეუ გრუპის“ მიერ შესრულდა.
(NS)
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)