აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სოფელ ჩაისუბანში, სადაც ფრინველებზე დასაკვირვებლად სპეციალური პლატფორმაა მოწყობილი სტუმრებისთვის მიღება გაიმართა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის მიღწევებისა და გადამფრენი მტაცებელი ფრინველების შესახებ პრეზენტაციები ჩაატარეს.