|
2014-12-22 00:41:59, 8004 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილეს აღსანიშნავად გვარდიელები და მიწვეული სტუმრები ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეიკრიბნენ. გვარდიელებს იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გვარდიელებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, ქართულ არმიაში გვარდიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვედანაყოფის განვითარების გეგმებზე ისაუბრა. ლევან ღირსიაშვილმა პირად შემადგენლობას, თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის სახელით, იუბილე მიულოცა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეროვნული გვარდიის განვითარებაა. მინისტრის მოადგილე რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის დახვეწისა და დასავლურ სტანდარტებთან გათანაბრების საკითხსაც შეეხო. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნაში მიღწეული წარმატებისათვის სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. მე-20 და მე-10 კადრირებული ბრიგადების მეთაურებს, პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილსა და ვიცე-პოლკოვნიკ დავით ფოფხაძეს საშტატო იარაღები – შაშხანები გადაეცათ. დღესვე, 130 გვარდიელი სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლით – ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გენერალი მაზნიაშვილი“, ,,სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოვდა. ეროვნული გვარდიის 108 წარმომადგენელს გენერალური შტაბის უფროსის სახელით მადლობა გამოეცხადა. საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ჩოხოსნებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს. პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. მამა დავითმა ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა დალოცა. ცნობისთვის, ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



