შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ოზგურ რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.