07:58 - 11 Jun, 2026
|
2015-01-20 10:39:09, 1202 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორან „ნორმან-ატლანტიკზე“, ადრიატიკის ზღვაში ხანძრის შედეგად დაღუპული მამა ილიას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. „მივუსამძიმრე მამა ილიას ოჯახს, ყველა მის ახლობელს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ გვაჩვენა სამაგალითო გმირობა, ეს არის მართლაც დასაფასებელი. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მამა ილია კარტოზიას სვეტიცხოვლის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. წირვის შემდეგ მას დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)