ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორი, დათო დობორჯგინიძე და ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ ჩხაიძე დააკავა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პუტინის რუსეთი გაახსენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბორჯომში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2014 წლის 29 დეკემბრიდან თაღლითობის ბრალდებით ძებნილი, 1977 წელს დაბადებული ვუგარ მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლითი პროგრამა „ტაიექსის“ (TAIEX) და მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტ „საიეკას“ (CIECA) ექსპერტებმა სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრა გამართეს.
„გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ვერ ვისაუბრებ“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, "იმედის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში წინსვლაა“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცახდა.
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა.
საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ, დიდ აქცია-მსვლელობას გამართავს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ იქმნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More