20:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თბილისში თოვს
დონეცკში ძლიერი აფეთქება მოხდა
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ფიქრობს

„უკრაინელებს არ შეუძლიათ რუსეთის არმიის დამარცხება  და სწორედ, ამიტომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება-არ მიაწოდოს  შეიარაღება უკრაინას, შესაძლოა გადაიხედოს“,-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰედმონდმა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „სკაი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავა.
 

ნორლანდი: პროკურატურის პროფესიონალიზმის ზრდის მიზნით თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია

„ ჩენთვის დიდი პატივია მთავარი პროკურატურის პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ზრდის მიზნით ვითანამშრომლოთ“, –ამის შესახებ აშშ–ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა „რედისონში“ განაცხადა, სადაც კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე  მართლმსაჯულებისთვის“ პროკურატურისა და შსს–ს რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას  წარმოადგენს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსასიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ირაკლი მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ვახტანგ ხმალაძე: ამ ბოლო დროს პროკურატურა გამოსწორდა

„ამ ბოლო დროს მართალია, გამოსწორდა პროკურატურაში არსებული ვითარება, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არსებობს“, -  ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი იმართება.

 

ვლადიმერ პუტინი: უკრაინის კრიზისი აშშ-ს და მისი მოკავშირეების ქმედებების შედეგია

„უკრაინის კრიზისი ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ქმედებების შედეგია“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ  უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეგვიპტურ გამოცემა „ალ-ჰარამთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 

სამთო-სათხილამურო სპორტში, ჟურნალისტებს შორის ფესტივალის „ნიამორის“ რიგით მე-10 ტურნირი გაიმართა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ოთხმხრივი მოლაპარაკება მინსკში 11 თებერვალს გაიმართება
გივი თარგამაძის შეფასებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პროკურატურის ვერსია დამაჯერებელი არ არის
„ადამიანი კანონი თავისუფლება“ :იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობის საკმაოდ მოკლე ვადებში გახსნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია
ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას საფუძვლად მკვლელის შეცდომა დაედო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics