ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 20 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელ პირს საგადასახადო დავალიენბა ჩამოეწერება და მისი გადახდა აღარ მოუწევს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ის „დადგმულ შოუში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, - ამის შესახებ კალაძემ პარლამენტში ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, 13 მარტს, დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ექსპერტები და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დაესწრება.
„ელიტ ელექტრონიქსისა“ და „ბოშის“ ერთობლივი პროექტი - „ჩაანაცვლე ძველი ტექნიკა ახლით და მიიღე ნაღდი ფული 300 ლარამდე“ საქართველოში დღეიდან იწყება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გიორგი თედეევი დააკავა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას შესთავაზა მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად 2015 წელს უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედროების შესვლა დაუშვას.
თბილისის და ანკარას ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი, 1982 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯემალ ი. ქობულეთის რაიონში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ირაკლი ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის დღეს, ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ ხელი მოეწერება.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს დღეს შეხვდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ორ ქართველ კურსანტს საქართველოში სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More