|
2015-03-11 09:19:59, 557 ნახვა
საზოგადოება
ნიუ ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტებს, სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ორ ქართველ კურსანტს საქართველოში სავარაუდოდ, დღეს ჩამოასვენებენ. ქართველი კურსანტების, სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძის და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძის ნიუ-ჯერსის შტატიდან სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს. ცნობისთვის, ქართველი ახალგაზრდები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდნენ და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)