აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ექიმ რევაზ მითაგვარიას 80 წლის იუბილე მიულოცა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან გორგილაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის სახელით 80 წლის იუბილე მიულოცა და სიგელი გადასცა ღვაწლმოსილ ექიმს, რევაზ მითაგვარიას.