|
2015-03-20 19:24:39, 307 ნახვა
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საიას „იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის“ ერთობლივი პროექტი დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი პროექტი დასრულდა. პროექტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) „იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის“ დახმარებით განხორციელდა. მასში 25 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებსაც სერტიფიკატები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ გადასცა. „ამ პროექტის მიზანი არაფორმალური განათლების გზით არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებების შესახებ ამ სემინარებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებისთვის დროული და მნიშვნელოვანია“, აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ. „იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის“ ტრენერის ნინო ბაღაშვილის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სულ ხუთი სემინარი მოისმინეს. „შეხვედრები ლექციების, დისკუსიების, ვიდეოჩვენებებისა და სიმულაციური თამაშების მეთოდებით მიმდინარეობდა. განიხილებოდა ადამიანის უფლებების ცნება, ადამიანის უფლებების კლასიფიკაცია, უფლებების დაცვის მექანიზმები, სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, დისკრიმინაცია. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებშიც “, განაცხადა ნინო ბაღაშვილმა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი" საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია სამოქალაქო და იურიდიული ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია.
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)