17:34 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მომსახურების სააგენტომ საქართველოში უკანონოდ შემოტანილი - “Iphone 5” შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს უსასყიდლოდ გადასცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი ნივთები და ოქროს ნაკეთობები სახელმწიფო უწყებებს  უსასყიდლოდ გადასცა,  რიგ შემთხვევაში კი,  მისი რეალიზაცია ინტერნეტ-აუქციონის გარეშე მოახდინა.

 

რადიო „თავისუფლება“: რიგის სამიტი, სავარაუდოდ საქართველოს გააწბილებს

„რიგის სამიტი, სავარაუდოდ, გააწბილებს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რადიო „თავისუფლება“.

 

სემეკმა "ვარკეთილი აირისთვის" ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ვარკეთილი აირისთვის" შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადების საფუძველზე ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო.

 

თამარ ბერუჩაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს და გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, კაბინეტის უფროსს სუზანა მალკორას შეხვდა.

 

შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ერემეი ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების თხოვნით მიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების და საქართველოში ექსტრადირების თხოვნით მიმართა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრი, ლევან ყიფიანი ტოვებს.

 

1 დოლარი 2.30 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.

 

დედაქალაქში ავტობუსების ცალკეულ მარშრუტებზე ცვლილებები განხორციელდა

დედაქალაქში ავტობუსების ცალკეულ მარშრუტებზე ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

პრემიერმა ისრაელს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, - სადღესასწაულო მიღებას მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისგან მიიღო, ხაზგასმულია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის, ინოვაციებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურების ეფექტურობა.

 

საქართველოს ელჩი ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა

საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკაში ბანგლადეშში და ნეპალში ლევან ნიჟარაძე ნეპალში მყოფ ქართველებს შეხვდა.

 

საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა

საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა.

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული  რესპუბლიკის ბუნდესტაგის,  თავდაცვის კომიტეტის წევრს, ფრიც ფელგენტროის უმასპინძლა.

 

თავდაცვის სამინისტროს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის უწყებას  თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა.

 

ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 აპრილის მდგომარეობით, აპრილის თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics