|
2015-04-28 20:26:48, 361 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისგან მიიღო, ხაზგასმულია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის, ინოვაციებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურების ეფექტურობა. ელჩი ასევე მადლიერებას გამოხატავს საჯარო ადმინისტრირების რეფორმისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე და მკაფიო მხარდაჭერისთვის. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ 2015 წლის 4 მარტით დათარიღებული წერილისთვის, რომელშიც გამოხატულია მთავრობის მკაფიო და ურყევი ნება საჯარო ადმინისტრირების სფეროში რეფორმებთან დაკავშირებით. მე მივაწოდე თქვენი წერილი ევროკავშირის ინსტიტუტებს ბრიუსელში, როგორც უტყუარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენი მთავრობა ამ რეფორმებს. ამ კონტექსტში, 2015-2020 წლებისთვის თანამიმდევრული და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ასევე მივესალმებით დონორთა სრულფასოვანი საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნას, სამაგალითო მმართველობის სფეროს ჩათვლით. როგორც იცით, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა ერთ-ერთია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამი საკვანძო სფეროდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ცალკეულ სამსახურებსა და რამდენიმე სამინისტროსთან შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, მუშაობა შესაბამის პროგრამაზე თითქმის დასრულებულია. თქვენი ურყევი გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გზამკვლევის შემუშავებასთან დაკავშირებით იძლევა ამ რეფორმების სტრატეგიული მხარდაჭერის, ასევე, ფინანსური მხარდაჭერის, როგორც დახმარების ერთ-ერთი საბაზისო სახის, გათვალისწინების შესაძლებლობას. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და სიხარულით აღვნიშნო მთავრობის ადმინისტრაციასთან, განსაკუთრებით, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ინოვაციებისა და დონორებთან კოორდინირების სამსახურებთან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ზემოთ აღნიშნული პროგრამის შემუშავების მიზნით სტრატეგიულ დიალოგს და ერთობლივ მუშაობას ტექნიკურ დეტალებზე. ამ კავშირებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებული თანამშრომლობისთვის”,- ნათქვამია იანოშ ჰერმანის წერილში.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)