თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მონიტორინგის პროცესს იწყებს.
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში ერთდროულად ვერ იქნებიან.
„პარლამენტის წევრი ვარ და უკვე დავინიშნე მინისტრად“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კონსტიტუციონალისტების განცხდებით, პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ აქვს.
„ამ ეტაპზე კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, ბუნებრივია, პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილება აქვს“, - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გიორგი მარგველაშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ერთი კვირით გადადების საკითხს.
„უზენაესი სსამართოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან საამაყო განაცხადი იყო“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“ მიღების თაობაზე განაცხადა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები წარუდგინა.
„არამგონია რომ საჭირო იყოს, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში დამნაშავე ადამიანის ძებნა მთავრობაში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ლარის კურსის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“, დღეიდან, ქათმის მენიუზე ერთთვიან საგაზაფხულო აქციას იწყებს და ქათმით მომზადებულ უგემრიელეს ბურგერებს, ვრეპებს, სალათებსა და ნაგეტსებს მომხმარებელს ნახევარ ფასში სთავაზობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას, სრული შემადგენლობით მუშაობა უფრო სწრაფად უნდა დაეწყო.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება გაბრაზებულმა მიიღო.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ჩვენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More