02:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თინა ხიდაშელი: მე ძალიან ბევრს შევძლებ
ხიდაშელის შეფასებით, ქალი თავდაცვის მინისტრი მოქმედი ხელისუფლების დემოკრატიულობის მაგალითია

თავდაცვის სამინისტროში მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მივიდა.

 

ცვლილება „პაშა ბანკის“ დირექტორთა საბჭოში

2015 წლის 24 აპრილს ძალაში შევიდა ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს დაემატა ახალი წევრი - გოგა ჯაფარიძე.

 

შსს-მ პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ გავრცელების ფაქტზე 40 პირი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.

 

პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული მინისტრები დღეიდან საქმიანობას შეუდგებიან

პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული მინისტრები დღეიდან თავიანთ სამინისტროებში მივლენ, თანამშრომლებს გაიცნობენ და საქმიანობას შეუდგებიან. 
 

ირაკლი ღარიბაშვილი რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  რეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ცნობილი კინორეჟისორი, სახალხო არტისტი რეზო ჩხეიძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახა კალაძე: ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა

„ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება, ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“  საუბარში  განაცხადა. 

კახა კალაძე: „რესპუბლიკელების“ მხრიდან ულტიმატუმს ადგილი არ ჰქონია

„რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ულტიმატუმს  ადგილი არ ჰქონია“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ   „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. 

კახა კალაძე: პრეზიდენტის ჩართულობა სამთავრობო ცვლილებებში აუცილებლობა არ იყო

„კონსტიტუციიდან გამომდინარე პრეზიდენტის ჩართულობა სამთავრობო ცვლილებებში აუცილებელი არ იყო“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი: თინა ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად კარგი პრეცედენტია

„თინა ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად კარგი პრეცედენტია“,-ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენას „კვირის 20/30“-თან საუბარში. 

ხათუნა სამნიძე: პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება
პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს
ნოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ქართველი პედაგოგები გაცნობითი ვიზიტით ლატვიაში დღეს გაემგზავრებიან
დავით საგანელიძე: ალბათ კიდევ დაგვჭირდება გადავხედოთ, რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics