04:18 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 15:29:18, 353 ნახვა

ქართველი პედაგოგები გაცნობითი ვიზიტით ლატვიაში დღეს გაემგზავრებიან

სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს საჯარო სკოლების 10 პედაგოგი გამოცდილების გაზიარების მიზნით დღეს ლატვიაში გაემგზავრება.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, რიგასა და ვალმირეაში დაგეგმილია შეხვედრები საჯარო სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. პედაგოგები გაეცნობიან  ლატვიელი კოლეგების გამოცდილებას, საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებს, მიიღებენ ინფორმაციას სკოლებში ევროპული სწავლებების დანერგვის თაობაზე, დაამყარებენ კონტაქტებს ლატვიელ კოლეგებთან.

ვიზიტი ხორციელდება პროექტის „პედაგოგი - მეგზური ევროპისკენ“ ფარგლებში. უკვე გაიმართა ორი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 200-მდე პედაგოგმა ქვეყნის მასშტაბით. პირველი ღონისძიების შემდეგ გამოცხადდა პროექტების კონკურსი. შედეგად განსახილველად შემოვიდა 80 განხორციელებული  და მიმდინარე პროექტი (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში), რომელთაგან 10 საუკეთესო შეირჩა.  სწორედ ამ პროექტების ავტორები გაემგზავრებიან ლატვიაში. ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილია პედაგოგები გორის, ქუთაისის, წყალტუბოს, ახალქალაქისა და თბილისის სკოლებიდან.  

პროექტი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი არის საჯარო სკოლებში ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, მასწავლებელთა ინფორმირება და გააქტიურება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics